სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ის ტერაქტის 10 წლისთავი ავღანელმა თვითმკვლელმაც "აღნიშნა"

ტერაქტი მოხდა ავღანეთში. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანით კოალიციის პოსტზე მიიტანა შეტევა, რის შედეგადაც ორი ავღანელი მოქალაქე დაიღუპა. კოალიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ტერაქტის შედეგად ნატოს ძალების 77 მოსამსახურე და 25 ავღანელი მოქალაქე დაიჭრა. თუმცა მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის. განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. კოალიციის წარმომადგენლების თქმით, ტერაქტი ვარდაქის პროვინციაში მოხდა. ტერაქტი მას შემდეგ განხორციელდა, რაც თალიბანმა გაავრცელა განცხადება და შეერთებული შტატები ავღანეთის წინააღმდეგ 11 სექტემბრის ტერაქტების გამოყენებაში დაადანაშაულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100