სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქურდული სამყაროს წევრობა, შესაძლოა, დასჯას არ დაექვემდებაროს

ადვოკატ მარიკა ფხალაძის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლი, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობდა, შესაძლოა გადაიხედოს და დასჯადი აღარ იყოს.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მუხლი ჩამოუყალიბებელია და გადახედვას ნამდვილად საჭიროებს.

„არ უნდა არსებობდეს მუხლი, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, აღნიშნული მუხლი კი ნამდვილად იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას და ისე გამოიყენებ, როგორც გინდა. რაც დაუშვებელია. მქონია შემთხვევები, როდესაც ნიძლავი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ქურდულ გარჩევად ჩაუთვალეს, მაშინ როდესაც სამოქალაქო კოდექსში ნიძლავის შესახებ შესაბამისი მუხლიც არსებობს. რაც შეეხება დასჯადობას, ამან შესაძლოა სხვა სახე მიიღოს. ქმედება და იდეური მიმდევრობა ერთმანეთისგან განსხვავდება და იდეური მიმდევრობისთვის ადამიანის დასჯა აბსურდია“,- განუცხადა „GlobalNews”-ს ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარის შალვა შავგულიძის თქმით კი, რომელიც ამავდროულად კანონპროექტებზე დამუშავებაში იღებს მონაწილეობას, მატერიალურ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ბევრი რამ შეიცვლება.

„კონკრეტულად რა შეიცვლება, ამას წინასწარ ვერ ვიტყვი. ამისთვის უნდა მომზადდეს შესაბამისი პაკეტი. ახლა კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი რამ შეიცვლება მატერიალური კოდექსიდან და უფრო მეტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან“,- განუცხადა „GlobalNews”-ს შალვა შავგულიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100