სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook-ში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი ყალბია

პოლიტიკოსობის მსურველ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს სოციალურ ქსელ Facebook-ში ოფიციალური გვერდი არ აქვს.

ამის შესახებ "პირWელს" ივანიშვილის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

"ბიძინა ივანიშვილს Facebook-ში ოფიციალური გვერდი არ აქვს. ჩვენ ის არ გაგვიხსნია, ამდენად, თუ მისი სახელით და გვარით რაიმე სახის ინფორმაცია ვრცელდება, მომხმარებელი მას არ უნდა ენდოს. ყველა ამ გვერდის ავტორი ყალბი "ბიძინა ივანიშვილია", - განუცხადეს "პირWელს" პრეს-სამსახურში.

ცნობისთვის, Facebook-ში "ბიძინა ივანიშვილის" სახელით 6-მდე პირია რეგისტრირებული და მათი უმრავლესობის გვერდებზე ბიზნესმენისა და მეცენატის სურათებია განთავსებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100