სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქმარმა მცემა და მამამთილი ცივი იარაღით გამომეკიდა... ვიღაც უცხო ადამიანმა გადაგვარჩინა მე და ჩემი შვილი..." - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ახალ სკანდალურ დეტალებზე ალაპარაკდა

ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრისთვის გირაოს შეფარდებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ქორწინებაში ყოფნის დროს ნიკოლოზ ბასილაშვილი სისტემატურად ძალადობდა მასზე და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც აქვს. უფრო მეტი დეტალის გასაჯაროებას ის ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გეგმავს.

ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ განქორწინების შემდეგ იმედი ჰქონდა, რომ ძალადობა შეწყდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

მისი განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში არასრულწლოვანი ბავშვის წამოსაყვანად მივიდა. ნეკა დოროყაშვილის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, მამამთილი კი ემუქრებოდა.

როგორც მედიასთან საუბარში აღნიშნა საუბრისას აცხადებს, ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა მას იარაღით გაეკიდა, თუმცა არ იცის, იყო თუ არა ეს ცივი იარაღი, რადგან აფექტურ მდგომარეობაში იყო, ამ დროს კი, შვილიც მასთან ერთად იმყოფებოდა.

„სრულიად უცხო ადამიანმა გადაგვარჩინა, მანქანაში ჩავუჯექით და თავი ასე დავაღწიეთ“ - აღნიშნავს ნეკა დოროყაშვილი.

პროკურატურამ ნიკოლოს ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. სასამართლომ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. შემდეგი სხდომა საქმეზე 16 ივლიის ჩაინიშნა.

წყარო: იმედინიუს.ჯი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100