კადაფის მომხრეებმა ბენი–ვალიდთან 17 უცხოელი დაქირავებული “ბოევიკი” აიყვანეს
უკვე რამდენიმე დღეა, ლიბიის ქალაქ ბენი–ვალიდის მისადგომებთან გააფთრებული შეტაკებები გრძელდება მუამორ კადაფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. დღეს დილით უცხოურმა სააგენტოებმა, კადაფის მომხრეებზე დაყრდნობით, სენსაციური ცნობა გაავრცელეს: ლიბიის გვარდიის პოლკოვნიკის წარმომადგნელი, სამხედრო პირი მუსუ იბრაჰიმი, რომელიც ამ დრომდე კადაფის ერთგულია, იუწყება, რომ ჯამახირიის ლიდერის მომხრეებმა ბენი–ვალიდთან განხორციელებული ოპერაციის შედეგად უცხო ქვეყნების 17 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც მეამბოხეების მიერ იყვნენ დაქირავებულნი. ზემოთხსენებულ წყაროზე დაყრდნობით ეს ინფორმაცია “როიტერმა” გაავრცელა. ამასთან, მუსუ იბრაჰიმს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნების მოქალაქეები არიან დაკავებული და სად იმყოფებიან ისინი ამჟამად.
კომენტარი