ტექინსპექტირებას კედელში გაჭედილი ავტომობილიც გაივლის?
ტექინსპექტირების ჯგუფი Greenway-დან დღეს თბილისის ცნობილ ავტომობილს ეწვია.
როგორც ირკვევა,
ტექდათვალიერების გასავლელად კედელში გაკვეხებული ავტომობილი ვებგვერდზე:
Umartivesad.ge გუშინ დარეგისტრირდა. გრინსპექტორების ჯგუფმა გამონაკლისი დაუშვა და შესამოწმებლად
მანქანას ადგილზე მიაკითხა. პეკინის გამზირზე მდებარე ბინაში მისულებს მათ უჩვეულო
სურათი დახვდათ.
„პეკინზე კედელში
გაჭედილმა ავტომობილმა ტექინსპექტირება ვერ გაიარა“, - ნათქვამია ოფიციალურ დასკვნაში.
როგორც, „გრინვეიში“ აცხადებენ, ნებისმიერ ავტომობილს ეძლევა 30-დღიანი ვადა აღმოჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს კონკრეტული
ავტომობილი, გასაგები მიზეზების გამო, ვერასოდეს დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ ნორმებს.
აღნიშნული ვიდეო ტექინსპექტირების ცენტრმა „გრინვეიმ“ საპირველაპრილო ხუმრობის სახით მოამზადა.
კომენტარი