დაძაბული ვითარება კიევში - პოლიციამ პოროშენკოს მხარდამჭერების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
კიევში, პეჩერსკის რაიონული სასამართლოსთან პოლიციამ პოროშენკოს მომხრეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები მანამდე ადგილზე კასრებში ცეცხლის დანთებას ცდილობდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, ამის შემდეგ კი ვითარება უკიდურესად დაიძაბა და დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შეგახსენებთ, სასამართლო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს.
ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციებისთვის დახმარების აღმოჩენაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კომენტარი