სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსაფრთხოების მიზნით გადავწყვიტეთ, დაგვეყენებინა რკინის კონსტრუქციები, აქციის შემდეგ მოვხსნით - ვაჟა სირაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან რკინის ჯებირები უსაფრთხოების მიზნით დადგა - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, რკინის ბარიკადებს საპროტესტო აქციების დასრულებისთანავე აიღებენ.

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, ჭიჭინაძის ქუჩა თავისუფალია და მოქალაქეებს სწორედ ამ გზით შეუძლიათ გადაადგილება.

"ეს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო იმის გამო, რომ თავიდან აერიდებინათ ყველა შესაძლო ინციდენტი. პოლიციური ძალები განლაგებულნი არიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან როგორც ოპოზიციურმა ძალებმა განაცხადეს, კვლავ აპირებდნენ პარლამენტის შენობის ბლოკირებას. დასრულდება თუ არა აქცია, შესაბამისად მოვხსნით ბარიკადებს. ჭიჭინაძის ქუჩიდან არის თავისუფალი ასასვლელი და შეუძლია სწორედ ამ გზით ისარგებლოს ნებისმიერმა მოქალაქემ. უსაფრთხოების მიზნით გადავწყვიტეთ დაგვეყენებინა რკინის კონსტრუქციები. ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად," - აღნიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

დაანონსებული პიკეტირების გამო საპოლიციო ძალების განსაკუთებული მობილიზებაა პარლამენტთან. რკინის ჯებირებია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100