სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეით მიდლტონი გამოტყდა, რომ მესამე შვილის გაჩენა სურს

გასულ დღეებში პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ბავშვებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით პოლონეთსა და გერმანიაში იმყოფებოდნენ. პოლონეთის პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან შეხვედრის შემდეგ წვეულებას დაესწრნენ, სადაც ქეითი ყურადღების ცენტრში მოექცა თავისი ელეგანტური კაბისა და დახვეწილი მანერების გამო. ქეითი სტუმრებთან გამოტყდა, რომ ის და პრინცი უილიამი მზად არიან მესამედ გახდნენ მშობლები.

როგორც წვეულების ერთ-ერთმა დამსწრე სტუმარმა პრესასთან აღნიშნა, ქეითის შვილებისთვის გადაცემულ საჩუქრებზე ჰერცოგინიამ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ეს სათამაშოები ზედმეტად ბევრია ორი ბავშვისთვის, ჩვენ მესამე შვილიც გვჭირდება, რათა თანაბრად განაწილდეს“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100