ბორჯომის რაიონში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენი დილის 06:00 საათიდან განაახლებს
ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენი დილის 06:00 საათიდან განაახლებს. ხანძრის ჩაქრობას სახანძრო-სამსაშველო სამსახურთან ერთად ადგილობრივი მაცხოვრებლები, სულ 100-კაციანი ჯგუფი ცდილობდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი უკვე 1 ჰექტარზე მეტ ტყის მასივზეა მოდებული. ხანძარი დღეს შუადღით გაჩნდა.
ცეცხლი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარ ტყის ფართობს უკიდია და ახალი ნარგავებზე ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
კომენტარი