სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ მოუხადა ვანო მერაბიშვილმა სოც.აგენტებს ბოდიში?

ქუთაისის საოლქო პროკურატურაში ორ საათიანი დაკითხვის დასრულების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა

,,ივანიშვილის დავალებით 2 000 სოციალური აგენტი დაუკითხავთ და მე მინდა თითოეულ მათგანს, რომელიც დაკითხეს და დაკითხავენ ბოდიში მოვუხადო. ამავე დროს მინდა ყველა სოციალურ აგენტს აგენტს მადლობა ვუთხრა, რომ მათ შეადგინეს ძალიან მრავლრიცხოვანი მონაცემთა ბაზა, იმყოფებოდნენ 600 ათას ოჯახში და ამის მოწმეა მთელი საქართველო. ფაქტია, რომ დღევანდელი მთავრობა არ ფიქრობს დასაქმებაზე.

იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც იზრუნებს რიგით მოქალაქებზე, ჩეულებრივ ხალხზე, მათ დასაქმებაზე და საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს არ გადაყოლებს მთელს ქვეყანას. "-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საოლქო პროკურატურაში ვანო მერაბიშვილი დასაქმების სამინისტროს საქმინობის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხეს. ამავე საქმეზე პორკურატურას ჩვენება ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მისცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100