სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაცმა ცოლს დანით 16-მდე ჭრილობა მიაყენა, სიდედრს კი სცემა

ბორჯომში 40 წლამდე ქალს ქმარმა 16-მდე ჭრილობა, ხოლო სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ქალი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების ინფორმაციით, ქალს შინაგანი ორგანოები დაუზიანდა, ამ ეტაპზე კი მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე - 1985 წელს დაბადებულ ვ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.

დაშავებული ვ.ა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.კ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100