ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული სტატისტიკა
იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს
წარმომადგენლის, გიორგი
ობგაიძის შეფასებით,
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების თვალსაზრისით
საჭიროა თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისი
კანონის მიღება
და ამოქმედება.
ობგაიძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული სტატისტიკა დღეს ადამიანთა უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოადგინა.
სტატისტიკის
თანახმად,
თბილისის საქალაქო სასამართლოში
2011 წლის
განმავლობაში
მოსმენებზე
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დასაწყებად შევიდა 7195 შუამდგომლობა, აქედან 7187 შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
2012 წლის
განმავლობაში
სასამართლოში
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
5951 შუამდგომლობა
შევიდა, საიდანაც 5939 შუამდგომლობაზე მოსამართლემ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი სასამართლოს
1195 შუამდგომლობით
მიმართეს,
საიდანაც
1064 შუამდგომლობა
დაკმაყოფილდა.
აღნიშნული
სტატისტიკის
საფუძველზე,
გიორგი ობგაიძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია საკითხის დასარეგულირებლად
გადაიხედოს
შესაბამისი
კანონმდებლობა
და მიღებული იქნას ახალი კანონი.
კომენტარი