ბელარუსის ჯარი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს - ლუკაშენკო
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ გეგმავს. მისი თქმით, ბელორუსული ჯარი სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებდა და არც მიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. „რუსეთის ხელისუფლებას არასოდეს მოუთხოვია შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი მონაწილეობა. უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ჩვენი მიზანია ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის დაცვა ბრესტიდან მოზირამდე, რათა ქვეყანაში იარაღის და რადიკალების შეღწევა არ მოხდეს“- განაცხადა ლუკაშენკომ. ცნობისთვის, რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
კომენტარი