სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოლიმპიური ჩემპიონის Home Porno ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა (+ფოტო)

2004 წლის ოლიმპიადის ჩემპიონის, 21 წლის ლაურა მანუდუს პიკანტური ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. ფრანგი მოცურავის ფოტოების გავრცელებაში იტალიელი „კოლეგა“ ლუკა მარტინი დაადანაშაულეს, რომელიც ქალის ყოფილი შეყვარებულია და მიიჩნიეს, რომ ამით მან მიტოვების გამო შური იძია.

იტალიელმა ეს ბრალდება საჯაროდ უარყო და მალე პოლიციამაც დაადგინა, რომ ფოტოები არა იტალიიდან, არამედ ლაურას სამშობლოდან – საფრანგეთიდან გავრცელდა.

ფოტოები ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა. მოცურავის ადვოკატმა სხვა გამოსავალი ვერ იპოვა, იმის გარდა, რომ ფოტოების გამომქვეყნებელი ბლოგერებისთვის ოფიციალური წერილი მიეწერა, სადაც იგი ფოტოების წაშლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლო პროცესით იმუქრება.

ამ წერილის გამოქვეყნებამ ფოტოების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. თავად მოცურავემ და ამ სკანდალის მთავარმა გმირმა კომენტარზე უარი განაცხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100