სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაზე „გაჭედა“ ირაკლი ალასანიას ცოლმა?

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ცოლი, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის და და მწერალ გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სტალინისა და მისი ძეგლის თემას ეხმაურება.

“ხომ არის რომ ხანდახან გაჭედავ და რაღაცას ვერ იგებ? ასე დამემართა და ვერაფრით ვერ ვიგებ, რატომ არის ცოცხალი (უცოცხლეს-უაქტუალურესი) და მიდის ყველა დონის ინტელექტის მქონე ადამიანის მხრიდან მსჯელობა საქართველოში სტალინის თემაზე? ხელოვნურად რატომ ვაცოცხლებთ მკვდრებს, როცა ამდენი მიმდინარე ხელშესახები პრობლემაა? ჩემი აზრით თემა დაიხურა 9 აპრილს, როცა საქართველომ გააკეთა არჩევანი.

რაციონალურ თუ ირაციონალურ დონეზე მაშინ განაცხადა ყველამ, რომ სსრკ, როგორც ძალიან უცნაური მოვლენა არასდროს აღარ უნდა არსებობდეს. ასევე ყოველდღე ხდება რაციონალური თუ არარაციონალური დასკვნის გაკეთება საზოგადოების მხრიდან, რომ რეჟიმი, რეპრესია, მსხვერპლი, მათრახი ცუდია. უკეთ გავიგებდი ალბათ, რომ რაღაც ზოგად ანტიბელადურ ანტი"ერისმამურ" ფსიქოლოგიურ სამუშაოებს წევდეს ვინმე, მაგრამ პერსონალურად სტალინის რეანიმაცია და სასუნთქ აპარატზე მიერთება მასზე და მერე ვითომ მასთან ბრძოლა დაუსრულებელი სჯა-ბაასით რა მისწრაფებაა? ძეგლის ყბადაღებული თემა კი სულ იოლადაა გადასაწყვეტი. აბა, ჰიტლერის ძეგლი სად გინახავთო?

ჰიტლერს სიცოცხლეშიც არ ქონდა ალბათ (მგონი) ძეგლი, სტალინ-ლენინი კი ყოველ 20 მეტრში "იდგნენ" და ეს ისეთი სახალისოა დღევანდელი გადმოსახედიდან მაინც, რომ ამ ძეგლებზე უკეთესი იუმორით ვერავინ მოუყვება ჩვენს შვილებს,რა კომიკური პერსონები იყვნენ რეალურად ეს ოდიოზური ფიგურები და რა სასაცილო იყო საბჭოთა რეალობა.

მშვენიერი ტრაგი-კომიკური კონცეფციის მუზეუმის მოწყობა შეიძლება სწორი გააზრებით და ამბის თხრობით და ეს ვიზუალიზაცია "სტალინისტებსაც" სწორად დაანახებს მოვლენებს და "ანტისტალინისტებსაც" მისცემს "არტ-გეშტალტ თერაპიის" გზით წარსულის საბოლოოდ გაანალიზების და შეფასების, შემდეგ კი სიმშვიდის მოპოვების საშუალებას.

რეპრესირებულთა მემორიალიც იქვე შეიძლება იყოს, მთელი საშინელი ისტორიებით და მახინჯი ბრინჯაოს ძეგლების პავილიონიც თავისი ხუთქიმიანი ვარსკვლავებით, ასე რომ გავს სატანისტურ სიმბოლიკას. ისტორიის ლექციების წაკითხვაც შეიძლება მერე იმ ბაზაზე და ერთ ლექციაში გაატარებ სტუდენტს მთელ ახლო ისტორიას. ოღონდ პოლიტიკოსებს არ უნდა ქონდეთ უფლება აკეთონ ასეთი რამე, ჩაიბარონ პროფესიონალებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა, ისტორიკოსებმა და გახადონ ფულის და შემეცნების წყაროდ.” - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100