სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მოლში ხანძარი არ ყოფილა, პარკინგზე მანქანის ძრავს გაუჩნდა ცეცხლი

"თბილისი მოლსა და კარფურში" ხანძარი ცრუ განგაში აღმოჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, „მოლში“, პარკინგზე მანქანის ძრავს გაუჩნდა ცეცხლი და სწორედ ამან გამოიწვია პანიკა.

„მოლში ხანძარი არ ყოფილა, უბრალოდ პარკინგზე მანქანის ძრავს გაუჩნდა ცეცხლი, ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო. ცეცხლი უკვე ჩააქრეს. რაც შეეხება ევაკუაციას, ეს ჩვენ არ გამოგვიცხადებია, როგორც ჩანს „თბილისი მოლის“ ადმინისტრაციამ მიმართა ამ ზომას“ - განუცხადეს დრონი.ჯი-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100