სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ნარმანიას შეხვედრა სპორტსმენებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან

კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას მხარდამჭერთა დარბაზში დღეს მორიგი შეხვედრა სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა.
შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
"გამოითქვა გულისტკივილი იმის გამო, რომ დედაქალაქის სკვერებსა და ბაღებში არ არსებობს კულტურული და მუსიკალური სივრცე, მოსაწესრიგებელია სპორტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. აღინიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეებს პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით ირჩევდნენ", - აცხადებენ კოალიციაში "ქართულ ოცნებაში".
რაც შეეხება დავით ნარმანიას, მერობის კანდიდატის თქმით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის ელექტრონულ რუკაზე დატანილ უბნებზე მოინიშნება ყველა ცარიელი ადგილი და დაიწყება სხვადასხვა სახის სპორტული ობიექტების მშენებლობა. მისივე თქმით, თვეში მინიმუმ, ერთი ახალგაზრდული ღონისძიება გაიმართება. ამასთან, ნარმანის განმარტებით, ტრადიციულ კულტურულ ღონისძიებებთან ერთად, მსოფლიოს კულტურული სიახლეების წარმოსაჩენად განხორციელდება პროექტი, რომელიც ყოვეწლიურად იმართება ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100