სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიმ კარდაშიანმა სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა

სომხური წარმოშობის მოდელმა და რეალითი შოუს ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა სომხეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პირველი კომენტარი გააკეთა:

„ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მთელი სომხეთი გაერთიანდა და ამ პროტესტის დიდმა ტალღამ მთელი სიტუაცია შეცვალა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა“ - წერს კარდაშიანი. ეს კომენტარი ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა, რომელიც სომხეთში ვიზიტის დროს ჰქონდა გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ ერევანში საპროტესტო აქციები ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდებოდა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს უკანასკნელი პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერ მინისტრის პოსტს იკავებდა, თუმცა საპროტესტო აქციების გამო 23 აპრილს გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100