6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ოპტიმისტურ განწყობაზე იქნებით დილიდან. ნუ იტრაბახებთ წარმატებით. საღამო პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას დაუთმეთ. იყავით მეტად ინიციატივიანი.
კურო
დღეს საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრათ, თუმცა, ნურც ზომიერებას დაივიწყებთ. სამსახურში წარმატება გელით. არც პირადი ცხოვრებაშია მოსალოდნელი უსიამოვნება.
ტყუპი
დღეს ყველა საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს. მთავარია, არ იზარმაცოთ. საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო მეგობრებისთვის. საღამოს ოჯახის წევრებს გემრიელობები მოუმზადეთ.
კირჩხიბი
მოსაწყენი ფიქრები შორს გაგზავნეთ. თავად კი საქმეებში ჩაერთეთ. საყვარელ ადამიანს ეჭვიანობის საბაბს ნუ მისცემთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. უფროსი და კოლეგები თქვენი მუშაობით კმაყოფილები არიან. ნათესავებს მზრუნველობას ნუ მოაკლებთ. გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად.
ქალწული
საქმებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ რთულ ვალდებულებებსაც კი მარტივად გაართმევთ თავს. საღამოს მეგობრებთან ერთად განიტვირთეთ, მათგან რჩევებსაც მიიღებთ.
სასწორი
მხიარული და დასამახსოვრებელი დღე გელით. არც მოიწყინოთ, არ გაქვთ მაგის მიზეზი. დილა გადაუდებელ საქმეებს დაუთმეთ. საღამო - გართობას, მეგობრებთან შეხვედრას.
მორიელი
დღეს ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნი ხართ, როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემო მყოფების მიმართ. საყვარელი ადამიანის გვერდით თავს დაცულად და მშვიდად იგრძნობთ.
მშვილდოსანი
არაფერი გიშლით წარმატებაში ხელს. იყავით მეტად გაბედული, მაგრამ დაკვირვებული. ყური დაუგდეთ უფროსის რჩევებს, მითითებებს. საღამოს ან რომანტიკულ პაემანს დაუთმეთ, ან მეგობრულ შეხვედრას.
თხის რქა
საქმეებით დატვირთული დღე გაქვთ, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. კარგია შოპინგი, მეგობრებთან შეხვედრა. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან, დაუმეგობრდით მას. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებზე ზრუნვას. საღამო საკუთარ თავს დაუთმეთ; კარგია მასაჟი.
თევზები
შეხვედრების, ნაცნობობის, ურთიერთობების დღეა. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. გამონახეთ დრო ბავშვებისთვისაც.
კომენტარი