ზღვაში 14 წლის ბიჭი დაიხრჩო
ფოთში, შავი ზღვისა და მდინარის შესართავთან 14 წლის ბიჭი დაიხრჩო.
წყალში ორი მოზარდი შევიდა და დახრჩობის საფრხე ორივეს შეექმნა, თუმცა ერთის გადარჩენა იქვე არსებული ნიჩბოსნობის სკოლის სპორტსმენებმა შეძლეს. მეორე კი დინებამ ჩაითრია და მისი პოვნა ვერ შეძლეს.
კომენტარი