სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკი რეგიონში სერვისცენტრების ქსელის გაფართოებას განაგრძობს

თბილისი, 22 დეკემბერი, 2014 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, ახმეტაში ახალი სერვისცენტრის გახსნის შესახებ. სერვისცენტრი, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 51 ნომერში მდებარეობს. დღეიდან ახმეტის მოსახლეობას, შეეძლება საქართველოს ბანკის სერვისცენტრში შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული საბანკო ოპერაცია.

ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის ახლა, უკვე 216 სერვისცენტრი მოქმედებს. ახალ სერვისცენტრში 12 ადამიანი დასქამდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის საცალო საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.sb.ge; www.expressbank.ge

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 32.8%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 31.6%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 29.0%) მიხედვით (2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.3 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 206 სერვისცენტრის, 510 ბანკომატისა და 2,038 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100