სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: დისკუსიამ პარლამენტის კედლებში უნდა გადაინაცვლოს და არა ქუჩებში

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "საპარლამენტო უმრავლესობასთან დისკუსია გაგრძელდება".

ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს რეზიდენციაში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დღეს ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე უმცირესობის ლიდერთან საქმიანი შეხვედრა გვქონდა. თქვენ იცით, რომ ამ დღეებში ყველანი შეშფოთებული ვართ ძალიან. მე პირადად უკიდურესად ვარ შეშფოთებული და ალბათ, საზოგადოებაც. პრეზიდენტის დაგეგმილი მიმართვის დროს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ, როდესაც ციხიდან გამოსული კრიმინალთა ბანდის მიერ მასობრივი ეგზეკუცია მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი დაინტერესებული ვართ, რომ ეს არ განმეორდეს. ამ ყველაფერმა - დისკუსიამ პარლამენტის კედლებში უნდა გადაინაცვლოს და არა ქუჩებში. ქუჩაში ჩხუბიდან უფრო კატასტროფულ მოქმედებამდე ერთი ნაბიჯია და ჩვენ არასოდეს არ უნდა მივიდეთ იმ ზღვარზე, სადაც საქართველო 90-იან წლებში იყო. ვფიქრობ, რომ ბატონი დავითი ამ ჩვენ შეშფოთებას იზირებს. ჩვენ გვქონდა ვრცელი საუბარი, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერზე ჩამოვყალიბდით და შევთანხმდით. მათ აქვთ თავიანთი პოზიციები, ჩვენ - ჩვენი. ვფიქრობ, რომ დისკუსია გაგრძელდება. შევთანხმდით, რომ ასეთი თემები დიალოგის გზით უნდა გაგრძელდეს და არა იმ გზებით, როგორც აქამდე მიმდინარეობდა. ჩვენ გვექნება საპარლამენტო უმცირესობის შიგნით განხილვა, მათ კიდევ – უმრავლესობასა და ასევე პრემიერ-მინისტრთან და უახლოეს დღეებში შედგომი საუბარი გაგრძელდება", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100