სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელი სერიული მკვლელების 8 ცნობილი ფრაზა (ფოტო)

სერიული მკვლელი - ადამიანი, რომლის გონებაც ჩვეულებრივი ადმაიანის აზროვნებასთან შედარებით სხვაგვარად არის მოწყობილი. ისინი ცხოვრებას სრულებით სხვა თავლით უყურებენ. ყოველ ადმიანში სიცრუეს ხედავენ. კაცობრიობის მიმართ არსებული სიძულვილი მათ გონებას უბინდავს და მხოლოდ მკვლელობაში ხედავენ გამოსავალს.

ეილინ უორნოსი - 1956 წლის 26 თებერვალს დაიბადა. მან ბავშვობა მუდმივ დაცინვასა და ძალადობაში ძმებისა და მშობლების მხრიდან განვლო. ცხრა წლის ასაკიდან იგი სიგარეტის სანაცვლოდ საკუთარ სხეულს ყიდდა. 14 წლის ასაკში კი იგი ან ძმისგან, ან ბაბუისგან დაფეხმძიმდა. იგი სახლიდან გაიქცა და მრავალი წლის მანძილზე ტყეში, სრულ მარტოობაში ცხოვრობდა. 16 წლის ასაკში მან აშშ-ს მასშტაბით „მოგზაურობა“ დაიწყო, მგზავრობის „საფასურს“ კი საკუთარი სხეულით იხდიდა. მას სიკვდილით დასჯა შვიდი ადამიანის მკვლელობისთვის მიუსაჯეს. ეს უკანასკნელი სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავს უდანაშაულოდ თვლიდა.

ფრაზა: მოსამართლეების მიმართ განაჩენის გამოტანის შემდეგ: „დაე თქვენი ცოლები და შვილები ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როგორშიც მე ვიყავი მრავალი წლის მანძილზე“.

ალბერტ ფიში - 1870 წლის 19 მაისს დაიბადა. ამ უკანასკნელმა სახელი იმით „გაითქვა“, რომ თავდაპირველად ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდა, შემდეგ კი მათ გვამებს ჭამდა. ეს უკანასკნელი ცნობილი იყო, როგორც „ბრუკლინელი ვამპირი“. ფიშს მხოლოდ ერთი ბავშვის მკვლელობა დაუმტკიცდა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა და იგი სიკვდილით დასაჯეს.

ფრაზა: „მე მიყვარს ბავშვები, ისინი ძალიან გემრიელები არიან“

არტურ შოუკროსი - 1945 წლის 6 ივლისს დაიბადა. იგი ორი ბავშის მკვლელობისთვის დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, შემდგომმა გამოძიებამ აჩვენა, რომ შოუკროსმა ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამავდროულად მასზე 11 მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონის მკვლელობაა. ეს უკანასკნელი ციხეში 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფრაზა: „ის მე მინეტს მიკეთებდა და ისე გაერთო რომ მისი გაგუდვა მომიხდა“.

დენის რეიდერი - 1945 წლის 9 მარტს დაიბადა. მან 1974 წლიდან 1991 წლამდე 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს უკანასკნელი საკუთარი შვილის გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

ფრაზა: „მე ვფიქრობ, რომ დემონებით ვარ შებყრობილი. ისინი ჩემში მაშინ ჩასახლდნენ, როცა ბავშვი ვიყავი“.

კარლ პანზრამი - 1891 წლის 28 ივნისს დაიბადა. იგი გაასამართლეს სერიული მკვლელობებისთვის, ყაჩაღობისა და სექსუალური ძალადობისთვის. პანზრანმა 22 მკვლელობა და 1000-ზე მეტი მამაკაცის გაუპატიურება აღიარა. მან მკვლელობები 1920 წელს დაიწყო, ამ უკანასკნელს სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

ფრაზა: „ვიჯექი და ვფიქრობდი. სანამ ვფიქრობდი, ჩემს ირგვლივ პატარა ბიჭუნა დარბოდა და რაღაცას ეძებდა. მე მას გამოველაპარაკე და სასტუმროდან ნახევარი მილის მოშორებით წავიყვანე. რა თქმა უნდა იქ დავტოვე, მაგრამ თავდაპირველად გავაუპატიურე და მოვკალი. როცა მოვდიოდი, ტვინი მას ყურებიდან გადმოსდიოდა. ვიცოდი რომ მკვდარი იყო და მე ეს მომწონდა“.

დევიდ ბერკოვიცი - ბერკოვიცმა 1974 წელს ნიუ-იორკში ტერაქტის შედეგად 8 ადამიანი იმსხვერპლა და შემდეგ ირწმუნებოდა, რომ ეს მას დემონებმა შთააგონეს. დემონები კი მას მეზობლის ძაღლის მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ. მოგვიანებით მან დუმილის უფლება გამოიყენა, თუმცა დანაშაული დაუმტკიცდა და სიკვდილით დაისაჯა.

ფრაზა: „დემონებს ჩემი პენისი უნდოდათ“.

ედმუნდ კემპერი - კემპერი მკვლელობისა და ნეკროფილიისთვის გაასამართლეს. მან მკვლელობები 15 წლის ასაკში დაიწყო. მან საკუთარი ბებია და ბაბუა მოკლა. ამის შემდეგ იგი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს. აღნიშნული დაწესებულების დატოვების შემდეგ, მან ექვსი ქალბატონი გააუპარტიურა და მოკლა. მისი უკანასკნელი მსხვერპლი საკუთარი დედა გახდა. კემპერი სიკვდილით დასაჯეს.

ფრაზა: „მაშინაც კი როცა მკვდარი იყო, მაინც მელაპარაკებოდა, ამიტომ მისი სამუდამოდ გაჩუმება მომიწია“. (კემპერი საკუთარ დედაზე)

ტედ ბანდი - ტეოდორ ბანდიმ 30 მკვლელობა აღიარა. იგი გაასამართლეს სერიული მკვლელობებისთვის, ძალადობისა და ყაჩაღობისთვის. უნიკალური ვიზუალური მონაცემების გამო, იგი ახალგაზრდა ქალბატონებს საკუთარ ავტომობილში ძალიან მარტივად იტყუებდა. ავტომობილის კარის გაღება შიგნიდან შეუძლებელი იყო, შედგად კი ბანდი მსხვერპლს აუპატიურებდა და შემდეგ კლავდა.

ფრაზა: „ხანდახან მგონია, რომ ვამპირი ვარ!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100