26 ნოემბრის საღამოდან მოყოლებული, თბილისში გადაუღებლად თოვს
განახლებულია: 27.11.2011; 10.32 სთ.
საქართველოს დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა. დილის შვიდი საათისთვის თოვა ისევ გრძელდებოდა. ინტენსიური თოვის მიუხედავად, თოვლის საფარის სიმაღლე დილის ექვსი საათისთვის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი იყო. როგორც სპეციალიტები ამბობენ, ამის მიზეზი ისაა, რომ წვრილად ბარდნის და ამასთან, წვიმანარევი თოვლი მოდიოდა, თუმცა დილის ექვსი საათიდან 10.00 ჩათვლითაც არ გადაუღია და ამ დროისთვის თბილისში თოვლის საფარის სიმაღლემ უკვე 10 სმ–ს მიაღწია.
სინოპტიკოსთა ვარაუდით, თბილისში მთელი დღის განმავლობაში ითოვებს და, შესაძლოა, თოვლის საფარის სიმაღლე გაიზარდოს კიდეც, მაგრამ სპეციალისტები თბილისში უხვთოვლიან ზამთარს მაინც არ ელოდებიან.
კომენტარი