სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წლევანდელი ზამთრის 6 ყველაზე მოდური ფეხსაცმელი

იმედია ზამთრის ფეხსაცმელი ჯერ არ შეგიძენიათ, რადგან მოდის ჟურნალები 2014-2015 წლის ზამთრის ყველაზე მოდური ფეხსაცმელების სიას აქვეყნებენ და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

მაშ ასე გთავაზობთ 6 ყველაზე მოდურ ფეხსაცმელს რომელიც ამ ზამთარს თქვენს გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს.

უხეში ბათინკები - უკვე იქცა კლასიკად, უხეში შესახედაობის მიუხედავად სწორად შერჩეული ტანისამოსის შემთხვევაში ის თქვენ ქალურ იერს მოგცემთ.

სნიკერსები - ფეხსაცმელი, რომელიც მოდური და კომფორტული ერთდროულადაა.

ჩექმა 1970-იანების სტილში ისევ მოდაშია და არ აპირებს პოზიციების დათმობას. ამ სტილის ჩექმები წელსაც ძალიან მოდურია.

ბევრი ქალბატონისთვის საყვარელი და საოცრად კომფორტული უგებიც ისევ მოდურია. უკვე ცნობილია, რომ მამაკაცებს არ მოსწონთ ეს ფეხსაცმელი და მიაჩნით რომ ქალს უგები არ უხდება, მაგრამ კომფორტის ხათრით მათი შეძენა მაინც ღირს.

ბატფორდები - ამ ზამთრის ყველაზე მოდური ფეხსაცმელი იქნება, ქუსლით თუ უქუსლოდ მუხლამდე ჩექმა მოკლე კაბასთან ან ჯინსთან და თქვენ უკვე მოდის ტენდენციებში ზიხართ.

დუტის ბატილონები ისევ დაბრუნდა, ეს ფეხსაცმელი შეგიძლიათ ჩაიცვათ როგორც კლასიკურ ასევე ყოველდღიურ სამოსთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100