სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

”ბიბისის” თანამშრომლები გაიფიცნენ

ლონდონში, ბირმინგემსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში ”ბიბისის” თანამშრომლები გაიფიცნენ. ჟურნალისტთა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებული აქციების მიზეზი გახდა გავრცელებული ინფორმაცია ”ბიბისის” თანამშრომელთა შემცირების თაობაზე.

გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ტიმ დეივის წერილში მითითებულია, რომ იმისათვის, რომ კორპორაციის ხელმძღვანელობას არ მოუწიოს ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნა, ისინი გეგმავენ თანამშრომლების სხვა თანამდებობებზე გადანაწილებას, თუმცაღა წერილში ტიმ დეივი იმის შესახებაც წერს, რომ ”ბიბისი” ამგვარ წინადადებას ყველა თანამშრომელს ვერ შესთავაზებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100