სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე ვტოვებ პარლამენტს, რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა" - მამუკა ხაზარაძე

"ეს ხალხი არასდროს დაიჩოქებს... საქართველო იქნება თავისუფალი და თავისუფლება მოდის მხოლოდ ბრძოლაში" - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საუბრობს.

მისი თქმით, ერთიანობას ამ ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს. მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებაც აქციაზე ისაუბრა.

"ის, რაც დღეს ხდება, ეს არის ქვეყნის მოგუდვა, რუსული გზა... ჩვენ ამ ხმებს დავიცავთ თბილისში, ბათუმში ქუთაისში და ყველა იმ ქალაქში სადაც მოგვპარეს ხმები... ეს არის მანდატი... მე ვტოვებ პარლამენტს. ვტოვებ იმიტომ რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა" - ამბობს ხაზარაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100