სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის პრემიერის მადლობის წერილი მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის პრემიერ- მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან მადლობის წერილი მიიღო.

პრემიერ ნეთანიაჰუს წერილი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა პირადად გადასცა. ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ქართველ კოლეგას მადლობას უხდის იმ თანაგრძნობისა და თანადგომისათვის, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო პერიოდში ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ისრაელის ელჩმა ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, ასევე განიხილეს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული დეტალები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

იუვალ ფუქსმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ისრაელის მთავრობის სახელით თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ისრაელის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100