სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი: "ხაიშში ვიღაც წყალს რომ ამღვრევს, ფაქტია"

ხაიშში, 30-მდე ადამიანი სატყეო დეპარტამენტის შენობასთან შეიკრიბა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხუდონჰესის ინვესტორ კომპანიას არ მისცემენ აზომვითი სამუშაოების ჩატარების უფლებას. ხაიშელები აცხადებენ, რომ ისინი "ხუდონჰესისი" მშენებლობის უფლებას არავის მისცემენ და კატეგორიულად მოითხოვენ ხელისუფლებისგან დათმობებზე წასვლას. გაისმა მუქარაც, იმ შემთხევაში, თუ ამზომველები იქ ჩასვლას გაბედავენ. მათი თქმით ისინი არ გატეხავენ ფიცს და კომპანიას მოუწევს მათ ცხედრებზე და ძვლებზე ააშენოს „ხუდინჰესი“.

"გურია ნიუსი" ხაიშში მიმდინარე მოვლენებზე სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორს, ლევან შონიას ესაუბრა

"ჯერ ამზომველები არც მისულან დანიშნულების ადგილას. იქ 40-მდე კაცია შეკრებილი და ამზომველების ჩასვლას აპროტესტებენ, რაც სრულიად აბსურდად მიმაჩნია. ხაიშში ვიღაც წყალს რომ ამღვრევს, ფაქტია და ახლავე აგიხსნით რატომ. ამზომველი მიდის, მათ ინტერესებს იცავს, რადგან იქ უმეტესობას მიწა დაკანონებული არ აქვს, ისე ცხოვრობენ და ესენი აპროტესტებენ.

ამ დროს, ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია ეუბნება ამ ხალხს, რომ მე დაგიკანონებ, დაგირეგისტრირებ და მერე გინდა მომყიდე და გინდა გადაწყვიტე, რას იზამო. წარმოიდგინეთ, საუბარია იმ მიწაზე, რომელიც საერთოდ არ არის ამ ხალხის კუთვნილება. ასეთი აბსურდული რამ გაგიგიათ? მიწა არ არის მათი და არც დარეგისტრირება უნდათ. ვინმეს შეუძლია ამიხსნას, რა ლოგიკაა ამაში?" _ აცხადებს ლევან შონია.

_ ამ ყველაფერს ადგილობრივი რწმუნებულებიც ხელმძღვანელობენ, ამასთან დაკავშირებით თუ ხართ საქმის კურსში?

_ როდესაც სახელმწიფო მოხელეს არ ესმის, რომ ეს ყველაფერი შედის ქვეყნის ინეტერესებში, რაღაზე უნდა ილაპარაკო? სამწუხაროდ, ზოგიერთს არ ესმის, მაგრამ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ხალხს ავუხსნათ რისთვის კეთდება ეს ყველაფერი და რა სარგებელი ექნებათ მათ და ქვეყანას.

ვერ წარმოგიდგენიათ, რა მძიმე პირობებში ცხოვრობს იქ მოსახლეობა და როგორ უჭირთ. თუ უნდათ, იქ თანამედროვე სოფელს უშენებენ, თავისი გათბობით, სპორტმოედნებით, ბაგა-ბაღით და ყველაფრით. მეც ვცხოვრობ საქართველოსი და არც ბინა მაქვს და არც არაფერი, ამასწინათ ვამბობდი, ნეტა ხაიშში მიწა მქონდესთქო.

_ თქვენ ხომ არ გისაუბრიათ სოფლის რწმუნებულთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან?

_ ვერ წარმოიდგინეთ, რა რთულია, როდესაც ასეთ საქმეს უკეთებენ ადამიანს და ის გეუბნება, არ მინდაო. თან მისი არ არის მიწა და თან არ გარეგისტრირებინებს. ხელისუფლება ხელს უწყობს ამ მხრივ, რომ დაუკანონონ და მერე გადაწყვიტოს რა უნდა.

რეალურად, მანდ საუბარია რამდენიმე ადამიანის ინტერესზე, რომელიც ცდილობს გავლენა მოახდინოს ხალხზე. არადა, ხალხს უჭირს, ძალიან უჭირს, საშინელ პირობებში ცხოვრობენ.

_ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცველები უზრუნველყოფენ თუ არა ამზომველების უსაფრთხოებას, რომელთა მისამართით უკვე გაისმა მუქარა?

_ აბსოლუტურად უზრუნველვყოფთ. სამართალდამცველების ფუნქციაში მე ვერ ჩავერევი, მაგრამ გეტყვით, რომ ორი დღის წინ სამხარეოს უფროსი ასული იყო და ამ ხალხს ელაპარაკა. სთხოვა მათ, რომ ხელი არ შეეშალათ ამზომველებისთვის. ახლა იმასაც ამბობენ, სამხარეოს უფროსი გვემუქრებოდაო. არადა, პირიქით იყო, მათგან მოდიოდა აგრესია, რაც სამხარეოს უფროსმა მოითმინა და კიდევ ერთხელ სთხოვა მათ, რომ ხელი არ შეეშალათ იმ ხალხისთვის მათი კანონიერი უფლების განსახორციელებლად. ისიც კი უთხრა, თუ თქვენ არ გინდათ აზომვა, უთხარით და ის სხვა ოჯახში გადავაო. იქნებ სხვები თანახმანი არიან? რატომ არ უშვებ ამ ხალხს?

საერთო ჯამში, ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს, რომ ყველაფერი განხორციელდეს კანონიერად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100