მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად ლვოვში იმყოფება
ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ქალაქ ლვოვშია. სააკაშვილთან ერთად იმყოფებიან მისი მხარდამჭერები, ასევე იულია ტიმოშონეკო და რადას რამდენიმე დეპუტატი. ისინი ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან. მხარდამჭერები უკრაინულ ენაზე სკანდირებენ და მის მიმართ ოვაციას გამოხატავენ.
სააკაშვილისა და მისი თანმხლები პირების ლვოვში ყოფნისა და ქალაქის ქუჩებში გადაადგილების ამსახველი მასალა პირდაპირი ეთერის სახით, სოციალური ქსელით გადაიცემა.
კომენტარი