სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კალანდაძეს ბრალი წაუყენეს, შამათავას და ახალაიას უახლოეს წუთებში წაუყენებენ

გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძეს სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მესამე ნაწილთ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტას გულისხმობს, ბრალდება წაუყენეს.

ამის შესახებ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განუცხადა.
ადვოკატის გაცხადებით, 2-3 დღეში გაკეთდება დამატებითი განცხადებები და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გიორგი კალანდაძის პოზიციაც. ამასთან, როგორც გაბაიძემ აღნიშნა, კალანდაძემ ბრალდებას არ აღიარებს და მას დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურისგან საქმის მასალები კალანდაძის მიმართ ბრალის წაყენების შემდეგ მიიღო და აქედან გამომდინარე მტკიცებულებს არ იცნობს.

გიორგი კალანდაძის ადვოკატის ინფორმაციით, ბაჩო ახალაისა და ზურაბ შამათავასთვის ბრალდების წაყენების პროცესი ამ წუთებში მიდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100