"ცეცხლოვანი ტალღა კვირის შუა ნაწილში გელით" - კვირის სექსუალური ჰოროსკოპი
ვერძი
ახლობელ და დაყვარელ ადამიას კვირის დასაწყსში ყურადღებით მოუსმინეთ. ისინი დაჟინებით ეცდებიან მიგანიშნონ პარტნიორის ინტიმურ საიდუმლობებზე, რომლის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგეს. მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის მოსმენა და „გადახარშვა“. სექსუალური ტალღა კვირის შუა ნაწილში გელით, საბოლოოდ შეძლებთ იმ მწვერვალების მიღწევას, რომლებზეც დიდი ხანია ოცნებობდით, თუმცა, მოდუნება ჯერ არ ღირს. კარგი იქნება, თუ ახალ, ეროტიკულ მიზნებს დაისახავთ და ყოველდღიურად ეცდებით მათ რეალიზებას. კვირის ბოლოს, სექსს გვერდით გაწევს საუბრები, რაც სამომავლოდ თქვენი ინტიმური ცხოვრების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაში დაგეხმარებათ.
კურო
კვირა დაიწყება დესერტით! მაგრამ მისი მომზადება საჭიროა პარტნიორის სხეულზე - გემრიელად ჟღერს არა? გასათვალისწინებელია, რომ კვირის შუა ნაწილიდან, სექსისთვის არ გეცლებათ - წარსულის აჩრდილები მოულოდნელად გააქტიურდებიან და ეცდებიან თქვენს ნერვებზე თამაშს, დაგამცირებენ და გიწოდებენ გამოუსადეგარ საყვარელს ან თქვენი სხეულის თავისებურებებს აიგდებენ მასხრად. ნუ აყვებით პროვოკაციას და მაქსიმალურად დააიგნორეთ ისინი, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარსულის ჭაობი ჩაგითრევთ თავის სიღრმეში. კვირის ბოლოს, გელით განსაკუთრებული ამბები სექსში - სხვდასხვა სექს-სათამაშოები და ახალი პოზები, სიამოვნების მაქსიმალურად მიღებაში დაგეხმარებათ. მაგრამ, სანამ ცვლილებების შეტანას გადაწყვეტთ საძინებელში, ჯერ პარტნიორს დაელაპარაკეთ - მისი თანხმობა ამ საკთხში მნიშვნელოვანია.
ტყუპები
კვირის დასაწყისში კარგი იქნება თუ დაფიქრდებით საკუთარ სიამოვნებასა და როლზე საწოლში. მოგწონთ თუ არა პარტნიორის მიერ შემოთავაზებული ეროტიკული ჩანაფიქრი და ამ ყველაფერს მისთვის აკეთებთ, თუ თქვენც ნამდვილად გინდათ? ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს - სიამოვნების მიღება თქვენთვისაც აუცილებელია და პარტნიორმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ორგაზმი თქვენც განიცადოთ. კვირის შუა ნაწილში, სექსს მიუდექით როგორც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თერაპიას, მოდუნების და რამოდენიმე საათით ყველა საფიქრალის დავიწყების საშუალებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბევრი პრობლემა დაგიგროვდათ, არ ღირს ინტიმზე უარის თქმა, პირიქით, უფრო ხშირად დაკავდით ამ პროცესით. კვირის ბოლო აქტიურად ჩაივლის. დილიდანვე მოგინდებათ სექს-მარათონის მოწყობა. ნუ შეზღუდავთ საკუთარ თავს!
კირჩხიბი
კვირა განმარტოვებით დაიწყება. წინ საკმაოდ რთული შვიდეული გელით, ამიტომ, მის დასაწყისში, უმჯობესია დაისვენოთ, ენერგია მოიკრიბოთ და კარგ განწყობაზე იზრუნოთ. საკუთარი თავის მართვა საჭირო იქნება უკვე კვირის მეორე დღიდანვე, როცა საძინებელში სექს-კატასტროფა მოხდება. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. სხეული რეაგირებს სტრესზე, ამიტომ, მოდუნება დაგეხმარებათ პრობლემასთან გამკლავებაში. კვირის ბოლოს, ინტიმური რჩევების დარიგებას დაიწყებთ და ასევე სერიოზულად დაფიქრდებით საკუთარ ურთიერთობებზე.
ლომი
კვირის დასაწყისში, ვარსკვლავები გირჩევენ ფრთხილად იყოთ საკუთარ გამონათქვამებთან და ქმედებებთან სექსის დროს. ნებისმიერმა წამოსროლილმა სიტყვამ შეიძლება დიდი ხნის მანძილზე გონება მოუწამლოს თქვენს მეორე ნახევარს. ქცევის გაკონტროლება კვირის შუა ნაწილშიც მოგიწევთ, რადგან საკუთარი აზრი, მხოლოდ თქვენს საწინააღმდეგოდ იმუშავებს. იყავით თავშეკავებული, განსაკუთრებით მაშინ, თუ გვერდით ახალი პარტნიორი გყავთ. საბედნიეროდ, კვირის ბოლოს შეძლებთ მოდუნებას - თქვენს საძინებელსა და ურთიერთობებში დადგება ჰარმონიული პერიოდი. ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარეთ და ხშირად ისაუბრეთ მომავალზე, დაგეგმეთ და დაისახეთ მიზნები.
ქალწული
კვირა როლების შეცვლით დაიწყება. თქვენ უკვე საკმაოდ ბევრი რამ გააკეთეთ სექსისთვის, ახლა პარტნიორის ჯერია. საჭიროა იმაზე დაკვირვება, არის თუ არა საყვარელი ადამიანი მზად იზრუნოს თქვენს ორგაზმზე, ღიმილზე და მთლიანად ურთიერთობაზე, და თუ არ არის - დაიფქრდით, ღირს კი ასეთ ადამიანთან ყოფნა? კვირის შუა ნაწილში, ვარსკვლავები გირჩევენ გადახედოთ სექსისადმი საკუთარ დამოკიდებულებას: ნუ ჩაიციკლებით გარკვეულ საკითხებზე. რაც უფრო მეტს იფიქრებთ პროცესში, მით უფრო ნაკლებ სიამოვნებას მიიღებთ - დაიმახსოვრეთ ეს. კვირის ბოლოს, კარგი იქნება თუ ყურადღებას გაამახვილებთ საკუთარ ეროტიკულ გემოვნებაზე. მოიშველიეთ ფანტაზია, უყურეთ შესაბამის ვიდეოებს და გაიარეთ პრაქტიკა მარტომ, ხოლო შემდეგ, აჩვენეთ ყველაფერი პარტნიორს.
სასწორი
წარსულის აჩრდილი ჰორიზონტზე გამოჩნდება კვირის პირველივე დღეს. გრძნობები ისევ შემოგიტევენ და დაემორჩილებით თუ არა მათ, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. აი, ვარსკვლავები, ამის გაკეთებას ნამდვილად არ გირჩევენ! კვირის შუა ნაწილში, უმჯობესი იქნება სექსში რაიმე სიახლე შეიტანოთ, მაგალითად კამასუტრას ყველაზე რთული პოზები. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამისთვის დაგჭირდებათ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად მომზადება და ასევე პარტნიორთან ყველა საკითხის განხილვა. ეროტიკული ექსპერიმენტების დაგეგმვის პროცესიც კი უდიდეს ემოციურ სიამოვნებას მოგგვრით. კარგი იქნება, თუ პარტნიორთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებთ.
მორიელი
ურთიერთბებში ორშაბათიდანვე გულახდილობა გამოიჩინეთ, თუ გსურთ, რომ მიმდინარე კვირამ კარგად ჩაიაროს. გამოთქვით საკუთარი აზრი და გამოხატეთ დაგროვილი გრძნობები. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს თქვენი სექსუალური შესაძლებლობების საზღვრების გაფართოვებას. არის ალბათობა, რომ ამით პარტნიორს გული ატკინოთ ან არსებულ ურთიერთობას წერტილი დაუსვათ, მაგრამ თქვენ საბოლოოდ გათავისუფლდებით იმ ემოციებისგან, რომლებიც ასე გბოჭავენ. კვირის შუა ნაწილში, ვარსკვლავები გირჩევენ სიტყვების ნაცვლად გამოიყენოთ სექსი, რადგან ეს პერიოდი საუკეთესო დრო არ არის ინტიმურ საკითხებზე სასაუბროდ. კვირის ბოლოს დიდია რისკი იმისა, რომ ახლო მეგობართან ფიზიკური კონტაქტის სურვილი გაგიჩნდეთ, რაც დიდი ალბათობით განხორციელდება კიდეც. ფრთხილად იყავით, რადგან საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ.
მშვილდოსანი
კვირა სტარტს აიღებს რომანტიკული საღამოს მოწყობით. ვარსკვლავები გირჩევენ ეს ყველაფერი ჩაატაროთ სახლში და მოაწყოთ მყუდრო გარემო, იყიდოთ შამპანური, სანთლები აანთოთ, ჩართოთ მუსიკა და შეარჩიოთ ყველაზე გულახდილი სამოსი, ან სულაც უარი თქვათ მასზე. შვიდეული ყოველდღიური სექსით გაგრძელდება, სადაც მუდმივად სიახლე და ექსპერიმენტები იქნება. კვირის შუა ნაწილში, ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის ეროტიკულ იდეებს. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ძალიან თავბრუდამხვევი იყოს. კვირის ბოლოს, თამამად გაუზიარეთ მეორე ნახევარს თქვენი გრძნობები და ემოციები. საყვარელმა ადამიანმა უნდა იცოდეს რა ხდება თქვენს გულსა და სულში.
თხის რქა
კვირის დასაწყისიდანვე თავბრუდამხვევ სიახლეებს ელოდეთ. შესაძლოა, ეს იყოს კომპლიმენტები მეორე ნახევრის მხრიდან ან კარგი სექსის შედეგი. ნებისმიერ შემთხვევაში, მიღებული ინფორმაცია იქნება სასიამოვნო. კვირის შუა ნაწილში, კარგი იქნება დაფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად ხშირად რთავთ საწოლში ავტოპილოტს. აუცილებელია, რომ პარტნიორი შეიგრძნოთ, დატკბეთ პროცესით და მისი დასასრულით. ასევე, მოულოდნელი სიტუაციებისას, უნდა მოახდინოთ სწრაფი რეაგირება. თუ ამ ყველაფერში ჩართული არ იქნებით, გაგიჭირდებათ სიტუაციასთან გამკლავება. კვირის ბოლოს, მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და აზრებს. შეარჩიეთ სექსისთვის ახალი ტექნიკა და პოზები. ამით შეძლებთ მიიღოთ დიდი სიამოვნება და განიცადოთ დაუვიწყარი ორგაზმი.
მერწყული
კვირის დასაწყისშივე დაუსვით რთული შეკითხვები საკუთარ თავს. დაფიქრდით, როგორც საყვარლებს არჩევთ, რას აკეთებთ არასწორად და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შეცვლა. კვირის შუა ნაწილში, ღირს იმის გათვალისწინება, რომ სიყვარული, ურთიერთობა, სექსი - ორი ადამიანის შრომა და ორმხრივი მცდელობაა. გადახედეთ, რადმენად ბევრს დებს თქვენი მეორე ნახევარი სასიყვარულო ურთიერთობებში და თუ აღმოაჩენთ, რომ ამას არ აკეთებს, დროა სერიოზულად დაელაპარაკოთ. კვირის ბოლოს (თუ მარტო არ იქნებით, რა თქმა უნდა), შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ და საძინებელში „ბინძური“ სიტყვები გამოიყენოთ.
თევზები
ეს კვირა ეროტიკული რჩევების მიღებით დაიწყება. ნუ მოგერიდებათ საკუთარი გამოცდილებისა და ხრიკების გაზიარება კვირის დასაწყისშივე, რადგან ამით, შეიძლება სერიოზული დახმარება გაუწიოთ სხვებს, სასიყვარულო ურთიერთობების გადარჩენაში. ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარ სურვილებს მეტი ყურადღება მიაქციოთ კვირის შუა ნაწილში და ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ ისინი აიხდინოთ. ესაუბრეთ პარტნიორს და თამამად განახორციელეთ ის, რაზეც ფიქრობთ. კვირის ბოლოს, პარტნიორთან ერთად სრული ჰარმონია შეიქმენით. მგრძნობიარე სექსი დრაივზე უფრო სასარგებლო იქნება თქვენთვის, თუკი მის სხეულს დაკვირვებით შეისწავლით.
კომენტარი