სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პლასტიკური ოპერაციის შემდეგ პაციენტებს ყურები მოძვრათ

აღნიშნული შემთხვევა უკრაინის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დაფიქსირდა. ქალბატონებმა, რომლებიც სკოლიდან მეგობრობდნენ, ყურებზე პლასტიკური ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტეს.

ოპერაცია ერთი და იგივე ქირურგმა ჩაატარა. ერთი შეხედვით ყოველივე წარმატებით დასრულდა. თუმცა ქალბატონების სიხარული სრულებით უსაფუძვლო აღმოჩნდა. ორი დღის შემდეგ, მათ ნაიარევზე ფხანა დაეწყოთ, ოთხი დღის შემდეგ ყურები გაუშავდათ და მათ კანზე დიდი ჭრილობა გაუჩნდათ.

ქალბატონებმა ქირურგს სასამართლოში უჩივლეს. როგორც გამოძიებამ აჩვენა, ქირურგმა ოპერაცია არასტერილიზებული ინსტრუმენტებით ჩაატარა. ამ ყოველივემ კი ინფექცია გამოიწვია.

ქირურგი ამ დროისათვის დაკავებულია. ქალბატონები კი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან. მათ 10 ქირურგიული ჩარევის გადატანა მოუწიათ. ამ დროისათვის ისინი თავს კარგად გრძნობენ და აღარც მათ ყურებს ელით რაიმე სახის საფრთხე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100