ბილაინის საახალწლო შეთავაზებებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია
საერთაშორისო ჯგუფის
„ვიონი“ წევრი - ბილაინი
აბონენტებს სპეციალურად შექმნილ საახალწლო პაკეტებს სთავაზობს. მომხმარებელს მრავალფეროვანი
პაკეტებიდან მისთვის სასურველის შერჩევა და შეძენა 20 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით
შეუძლია. საახალწლო შეთავაზებებით სარგებლობის ვადა 30 დღეა. თითოეული მათგანი ბილაინის
მომსახურებების გარდა, მუსიკალური მობილური აპლიკაცია Stingray-ს პრემიუმ პაკეტს მოიცავს,
რომელიც 150-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის მუდმივად განახლებად ფლეილისტებს აერთიანებს.
·
Stingray + 3 GB + 100 წუთი
ყველა ადგილობრივ მობილურ ოპერატორთან - 3₾
·
Stingray + 10 GB – 6₾
·
Stingray + 100 GB - 19₾
·
Stingray+ 1000 წუთი ყველა
ადგილობრივ მობილურ ოპერატორთან - 6₾
·
Stingray + ულიმიტო ზარები
ყველა ადგილობრივ ქსელთან - 8₾
·
Stingray + ულიმიტო მიქსი:
ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ ქსელთან/ულიმიტო SMS/10 GB, 10₾
საახალწლო პაკეტების აქტივაცია შესაძლებელია როგორც USSD კოდით, ასევე MyBeeline App-ით, ბილაინის ვებგვერდიდან და ბილაინის facebook ჩატ-ბოტის დახმარებით.
ბილაინის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას ქვეყანაში, რისთვისაც მუდმივად ანვითარებს ახალ ციფრულ პროდუქტებს და მსოფლიოში წამყვან კორპორაცია ნოკიასთან ერთად მუშაობს ძირითადი ქსელის განახლებაზე, რათა რაც შეიძლება მეტ აბონენტს საქართველოში წვდომა ქონდეს ხარისხიან 4G მომსახურებაზე.
###
შეკითხვებით მოგვმართეთ:
ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი
საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ
წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი
ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და
Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9
სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო
და ციფრულ მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე
ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს
უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით.
მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ: www.veon.com
კომენტარი