სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თინა კანდელაკი: რუსეთი 2003 წელს საქართველოს მიერ არჩეული დამღუპველი გზით არ წავა (ვიდეო)

ცნობილი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი მიიჩნევს, რომ 2003 წელს საქართველოს მიერ არჩეულმა რევოლუციურმა გზამ ქვეყანას მხლოდ დამღუპველი შედეგები მოუტანა და დარწმუნებულია, რომ რუსეთი ამ გზით არ წავა. - კანდელაკის სიტყვები „ჯორჯიათაიმსმა“ გაავრცელა, რომელმაც საპროტესტო მიტინგებთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში აღნიშნა, რომ „საქართველოს პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, რუს ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდა, მაგრამ ხალხს ძალადობა არ სურს, რასაც მიტინგების მშვიდობიანი ხასიათი ადასტურებს“.

ამის დასტურად სიუჟეტი მომიტინგეთა ლოიალური ნაწილის კადრებით დამონტაჟდა, სინქრონის სახით კი მხოლოდ თინა კანდელაკის პოზიცია დაფიქსირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლები რუსეთსი მხოლოდ სიგნალია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რათა მათ უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ ხალხის ხმას. კანდელაკის თქმით, რევოლუციამ სიკეთე ვერ მოუტანა მის ქვეყანას და ვერც რუსეთს მოუტანს.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100