სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის სასამართლოში ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, 24 ივლისს 17:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება "ელიტ ელექტრონიქსის’’ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი.

ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს სააკაშვილის ხელისუფლებამ 2011 წლის 13 დეკემებრს ბრალი წარუდგინა - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა’’ ქ/პ და მე-3 ნაწილის "ა’’ და "ბ’’ ქ/პ და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა’’ და მე-3 ნაწილის "გ’’ ქ/პ -ით.

ანზორ ქოქლაძე პროცესის ჩანიშნვას დიდი ხანია ითხოვდა, მან რამდენიმე დღის უკან პრესკონფერენციაც გამართა სახალხო დამცველთან და ადვოკატებთან ერთად, პროცესების ჩანიშნვის მოთხოვნით. პროცესს 2012 წლიდან სახალხო დამცველის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ და შესაბამისად პროცესების გამჭვირვალეობისთვის ყველა პროცესს დაესწრება სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

- მოხარული ვარ, რომ ჩაინიშნა პროცესი. დარწმუნებული ვარ, წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით შევძლებ დავამტკიცო წარდგენილი ბრალდება, რომელიც შეთითხნილია ადეიშვილ, კეზერაშვილ, ხაზარაძის ერთობლივი სქემით და ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, ჩემთვის წარმატებული ბიზნესის „ელიტ ელექტრონიქსის“ წართმევას და მიმართული იყო ჩემს ჩამოსაცილებლად და გასაჩუმებლად - აცხადებს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100