52 წლის პამელა ანდერსონმა და 74 წლის პროდუსერმა, ჯონ პიტერსმა საიდუმლოდ იქორწინეს
52 წლის პამელა ანდერსონმა და 74 წლის პროდუსერმა, ჯონ პიტერსმა რამდენიმე დღის წინ საიდუმლოდ იქორწინეს.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "The Hollywood Reporter"-ი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, დახურული საქორწინო ცერემონია მალიბუში გაიმართა. ანდერსონი და პიტერსი ერთმანეთს 80-იან წლებში ხვდებოდნენ, რამდენიმე თვის წინ კი ყველასგან ფარულად ძველი ურთიერთობა აღადგინეს.
„ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი ლამაზი გოგოა, მაგრამ 35
წლის განმავლობაში მხოლოდ პამელასთან ყოფნა მსურდა. ის ჩემი შთაგონების წყაროა. მე ვიცავ მას და ვექცევი ისე, როგორც ამას იმსახურებს“, - განაცხადა 74 წლის პროდიუსერმა.
ეს ქორწინება 52 წლის პამელა ანდერსონისთვის მეხუთეა.
კომენტარი