სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბერა ივანიშვილის პირველი კომენტარი ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ბერა ივანიშვილი მამის, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს და ნახეთ, რას წერს თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე:

დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან...

მუდამ თქვენი
ბერა
P.s გილოცავთ მამის დღეს

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს ინსულტი მოუვიდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს გერმანიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100