სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ის გლოვოს კურიერი, რომელსაც გუშინ მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა, "დრონი.ჯი"-ს მეგობარი დიტო აღმოჩნდა...დამნაშავისთვის ჯარიმა ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და გაიქცა"

"გუშინ, კომენდანტის საათის ამოწურვას 15 წუთი რომ აკლდა, გლოვოს კურიერს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოდა ეგ კურიერი, მე რომ სამსახურში ყოველ დღე ვუყურებდი ის მომღიმარი ბიჭი აღმოჩნდა...

დიტო, ჩვენს წინ ფეხსაცმელებს კერავდა, რა უნდა გეთხოვა, რომ არ დაგხმარებოდა... სულ მომღიმარი იყო და მის მოყოლილ სასაცილო ისტორებზე გადაბჟირებები გვჭირდა ხოლმე...

33 წლის იყო, არც ცოლი ჰყოლია და არც შვილი... ბოლოს სკუტერი იყიდა. ამ კორონას გამო მსოფლიო რო გაჩერდა, ფეხსაცმელებიც გაჩერდა და გლოვოში დაიწყო მუშაობა, ხოდა, იმიტომ რომ ვიღაცას სახლში მიესწრო, იმიტომ რომ ის ვიღაც ჯარიმას გადარჩენოდა და კიდევ ბევრი საჯანდაბე იმიტომ ჰქონდა ეტყობა იმ ვიღაცას, გზაზე ასე რომ მიატოვა და გაიქცა, სამსახურში როცა დავბრუნდები ეს ბევრ იმიტოს შეწირული ბიჭი იქ ვეღარ დამხვდება და ვეღარ გამიღიმებს...

გამკაცრებული წესები ალბათ საჭიროა, მაგრამ ის, ხანდახან უფრო მეტ სიცოცხლეს იწირავს... თუ ერთი გადაარჩინე, მაგრამ ამით ბევრს ავნე, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ წესს?" - ასეთ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში დრონი.ჯი-ს მთავარი რედაქტორი ელა ლიონიძე.

სრულიად დრონი.ჯი-ს რედაქცია სამძიმარს უცხადებს მეგობრის, დიტო ხიჯაკაძის ოჯახს და იმედოვნებს, რომ გამოძიება მალე დაადგენს იმ პირის ვინაობას, რომელმაც ასე მომაკვდავ მდგომარეობაში მიატოვა გზაზე დიტო და მისთვის ჯარიმის თავიდან აცილება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე.

გუშინ, კომენდანტის საათის ამოწურვას 15 წუთი რომ აკლდა, გლოვოს კურიერს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა და...

Posted by Ela Lionidze on ხუთშაბათი, 30 აპრილი, 2020

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100