ამერიკელმა კალათბურთელმა რუსეთის პასპორტი უნიტაზში ჩარეცხა
ამერიკელმა ქალმა კალათბურთელმა კელი მილერმა, რომელსაც პარალელურად რუსეთის მოქალაქეობაც აქვს, ამ ქვეყნის პასპორტი გადახია და უნიტაზში გადაუძახა.
ამის შესახებ რუსეთის ქალთა ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ოქსანა რახმატულინამ განაცხადა, რომელიც ნაკრებში ნატურალიზებული კალათბურთელების არყოფნის მიზეზებზე საუბრობდა.
სად, როდის და რატომ "ჩარეცხა" მილერმა რუსეთის მოქალაქის პასპორტი, რახმატულინას არ უთქვამს.
31 წლის მილერი 2005-2010 წლებში რუსულ კლუბ "სპარტაკ-ში" გამოდიოდა. სწორედ ამ პერიოდში მიიღო კალათბურთელმა რუსეთის მოქალაქეობა და შესაბამისად, ნაკრებში თამაშის უფლება.
მომზადებულია sport-express.ru-ის მიხედვით
კომენტარი