სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში, პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 19 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო" - წერია განცხადებაში

ცნობისთვის, ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცველებსა და არასრულწლოვნებს შორის ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა. ოჯახის ინფორმაციით, პოლიციელებმა ორ მოზარდს სცემეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100