სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ოპერაცია გიორგიმ გამიკეთა და ჩვენი სიყვარულის ამბავიც იმ დღიდან დაიწყო... 8 შვილიდან 5 პატრიარქის ნათლული გვყავს" - ექიმისა და პაციენტის სიყვარულის ისტორია

15 წლის და­ვი­თი, 13 წლის ანას­ტა­სია, 12 წლის ნი­კო­ლო­ზი, 11 წლის ან­დრია, 7 წლის ნა­ტა­ლია, 6 წლის ლუკა, 4 წლის ლა­ზა­რე და 2 წლის იო­ა­ნე - გი­ორ­გი ჩა­ფი­ჩა­ძი­სა და თა­მარ ტყე­მა­ლა­ძის ოჯახ­ში იზ­რდე­ბი­ან. მათ­გან 5 პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლია. თა­მა­რი პე­და­გო­გია, გი­ორ­გი - ექი­მი. როცა ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მია მძვინ­ვა­რებ­და, ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ შინ 7 შვი­ლი ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლეს­თან და­ტო­ვა და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის სა­და­რა­ჯო­ზე დად­გა. რა აძ­ლევ­და ძა­ლას, რო­გორ უმკლავ­დე­ბო­და მო­ნატ­რე­ბას? პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია, - უფ­ლის წყა­ლო­ბით. რო­გორ და­ი­წყო მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, რო­გორ გახ­და პა­ცი­ენ­ტი ექი­მის მე­უღ­ლე და რო­გო­რია მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბის მად­ლი - 8 ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­ბა­დე­ბის სი­ხა­რუ­ლი? - ამის შე­სა­ხებ თა­ვად მოგ­ვი­თხრო­ბენ. - სა­ნამ და­ო­ჯახ­დე­ბო­დით, ფიქ­რობ­დით, რომ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა იქ­ნე­ბო­დით? - მა­შინ 8 შვილ­ზე არ ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ 4 შვი­ლის გა­ჩე­ნას ნამ­დვი­ლად ვა­პი­რებ­დი, ვფიქ­რობ­დი, გო­გოს და, ბიჭს კი ძმა ჰყო­ლო­და. თა­ვად ერთი ძმა მყავს და სულ მინ­დო­და, და მყო­ლო­და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ მსურ­და, ჩემს შვი­ლებ­საც იმა­ვე გან­ცდით ეცხოვ­რათ. მად­ლო­ბა უფალს, რომ ჩემი სურ­ვი­ლი ორ­მა­გად ამის­რუ­ლა, 6 ბი­ჭი­სა და 2 გო­გოს დედა ვარ. გი­ორ­გი: - მეც არ ვარ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი­დან, მხო­ლოდ ერთი და მყავს, მაგ­რამ ჩემი წი­ნაპ­რე­ბის­თვის მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა უცხო არ ყო­ფი­ლა. ბა­ბუ­ა­ჩე­მი 12-შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი­დან იყო. - რო­დე­საც იო­ა­ნე­ზე ფეხ­მძი­მედ იყა­ვით, პან­დე­მია გახ­ლდათ. ბა­ტო­ნი გი­ორ­გი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენ გვერ­დით არ იყო, პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და, ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის სა­და­რა­ჯო­ზე იდგა. იმ პე­რი­ოდს რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ? - რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვქონ­და. 7 თვის ორ­სულ­მა "კო­ვი­დი" გა­და­ვი­ტა­ნე, ჩემი მე­უღ­ლის კლი­ნი­კა­ში ვმკურ­ნა­ლობ­დი. ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. ორ­მა­გად რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვქონ­და: ჯერ ის, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს გვერ­დით მე­უღ­ლე არ მყავ­და და ამას და­მა­ტე­ბუ­ლი - შიში. ოჯა­ხი­დან მხო­ლოდ მე და ჩემი დე­დამ­თი­ლი და­ვინ­ფი­ცირ­დით, ბავ­შვებს არ შეხ­ვედ­რი­ათ. გი­ორ­გის თა­ვა­დაც "კო­ვი­დი" ჰქონ­და, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტე­ბი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­საც წუ­თით არ მი­უ­ტო­ვე­ბია. გი­ორ­გი: - შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, სხვაგ­ვა­რად მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი. თა­ვად ძა­ლი­ან რთუ­ლად არ ვყო­ფილ­ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა მქონ­და. მე­უღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ვღე­ლავ­დი. კლი­ნი­კა­ში თე­რა­პი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ვაწ­ვი­ნეთ და გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა. მად­ლო­ბა უფალს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და! - იმ ფი­ზი­კუ­რად, ემო­ცი­უ­რად და პრო­ფე­სი­უ­ლად რთულ პე­რი­ოდ­ში ძა­ლას რა გაძ­ლევ­დათ? - ღვთის წყა­ლო­ბით შევ­ძე­ლი, იმ რთულ დღე­ებს გავმკლა­ვე­ბო­დი. იმ­დენ გა­ჭირ­ვე­ბულ პა­ცი­ენტს ვხე­დავ­დი, ძალა მეძ­ლე­ო­და. ადა­მი­ა­ნი გა­ჭირ­ვე­ბა­ში უფრო ძლი­ე­რი ხარ. - თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი რო­გორ და­ი­წყო? თა­მა­რი: - 19 წლის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, როცა გი­ორ­გი გა­ვი­ცა­ნი. მეც ჭი­ა­თუ­რე­ლი ვარ. იმ დღეს თბი­ლის­ში ლექ­ცი­ებ­ზე უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ცუ­დად გავ­ხდი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვე­დი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბრმა ნაწ­ლა­ვის ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა იყო სა­ჭი­რო. ოპე­რა­ცია გი­ორ­გიმ გა­მი­კე­თა. ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვიც იმ დღი­დან და­ი­წყო. - ეს რო­გო­რი ამ­ბა­ვი გქო­ნი­ათ!.. მი­ამ­ბეთ, რი­გი­თი პა­ცი­ენ­ტი რო­გორ გახ­და ქი­რურ­გის მე­უღ­ლე? - დიახ, ჯერ პა­ცი­ენ­ტი ვი­ყა­ვი და შემ­დეგ მე­უღ­ლე გავ­ხდი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ შე­ვე­დი, კი­ბე­ზე ავ­დი­ო­დი, ვი­ღაც ზე­მო­დან სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით ჩა­მო­დი­ო­და; იმ­დე­ნად სწრა­ფად, რომ და­მე­ჯა­ხა. ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე, - ცო­ტა­თი ნელა ია­რეთ-მეთ­ქი. თურ­მე, ერთ-ერთი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლა და გი­ორ­გი მას­თან მი­იჩ­ქა­რო­და. - ეს იყო პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა? - დიახ. მალე გა­ირ­კვა, რომ ოპე­რა­ცია ჩემ­თვის მას უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე და­მი­ბა­რეს, გა­დახ­ვე­ვა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, მა­ში­ნაც გი­ორ­გი დამ­ხვდა. - მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი რო­დის და­ი­წყო? - კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე რომ მი­ვე­დი, რა­ღაც ვიგ­რძე­ნი; ისიც კი გა­ვი­ფიქ­რე, ჩემი მე­უღ­ლე რომ გახ­დეს-მეთ­ქი... შემ­დეგ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბით გაგ­რძელ­და, მერე იყო შეხ­ვედ­რე­ბი და ოჯა­ხი ძა­ლი­ან მალე, 5-6 თვე­ში შევ­ქმე­ნით. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი გი­ორ­გი იყო. დღეს, გარ­და იმი­სა, რომ მე­უღ­ლე­ე­ბი ვართ, პირ­ველ რიგ­ში, ერ­თმა­ნე­თის სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი გახ­ლა­ვართ. წყარო: ამბები.ჯი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100