სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეგობრები იყვნენ...ბავშვის ნათლიაა" - ზვიადაურების საქმეზე დაკავებულის დედა

კახეთში, სოფელ წინანდალში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ჯაბა ჯანგირაშვილის დედის ინფორმაციით, მის შვილს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.

"მეგობრები იყვნენ, ესპანეთში იყო ზვიადი და ერთ-ერთის ბავშვის ნათლიაა. ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. ჩემი შილი ძალიან პატიოსანია, განა როგორც დედა იმიტომ ვამბობ. არ ვიცი, მე არაფერი არ ვიცი. თელავში იყო ჩემი შვილი, მანდ მუშაობდა. [იარაღის ტარების უფლება] ჰქონდა კი, ჰქონდა საბუთი",- თქვა ლუიზა ჯანგირაშვილმა "მთავართან" საუბარში

გამოძიება ჯანგირაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. შსს-ს ვერსიით, სწორედ მისი იარაღით გაისროლა, ვასილ ცეცხლაშვილმა.

დაპირისპირება კახეთში გუშინ, 16 აგვისოს მოხდა. შემთხვევის შედეგად მოკულია სამი ადამიანი და დაჭრილია ორი. შსს-მ მომხდარზე დღეს, 17 აგვისტოს 2 პირი დააკავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100