როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
სინოპტიკოსები 17 თებერვალს ქუთაისში თოვლიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +2 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოთოვს. დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი - 2. ბათუმში სინოპტიკოსები თოვლს პორგნოზირებენ. დღე პაერის ტემპერატურა +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში ნალექიანი დღე და +4 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 იქნება. მოსალოდნელია თოვლი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმშიც თოვლია მოსალოდნელი.
მესტიაში მოთოვს, დღისით ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით 12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში მოთოვს, სადაც +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.
ჭიათურაშიც თოვლია ნავარაუდევი, დრისით +2 გრადუსი ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +2 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოთოვს, -2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -14 გრადუსი იქნება.
გორში თოვლია ნავარაუდევი დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. 0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით -1 გრადუსი იქნება, ღამე კი -13 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მოთოვს. დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.
თოვლია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.
რუსთავში თოვაა მოსალოდნელი. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში თოვლია მოსალოდნელი.
კომენტარი