კლინიკებში ადგილები აღარ არის, პაციენტები შველას ითხოვენ - კოვიდ-19-ის გართულებული ეპიდვითარება ქვეყანაში
შეკვეთილის ცხელების ცენტრში ექიმები კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ვერ ანაწილებენ, მძიმე ვითარებაა აჭარაში, სადაც საწოლი ადგილების ნაკლებობაა.
ტვ. პირველმა" გადაიღო ქობულეთის „ემერჯენსი“, რომელიც ცხლების ცენტრად გადაკეთდა. კლინიკაში არიან სხვადასხვა სიმპტომებით კოვიდინფიცრიებული პაციენტებ და ასევე ისინი, ვინც ტესტის პასუხებს ელოდებიან.
ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აცხადებს, რომ მთელი ღამე მაღალი სიცხე ქონდა, თავს გრძნობს ძალიან ცუდად და აუცილებელია მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა , თუმცა ეუბნებიან, რომ მისი რიგი არ არის ჯერ და უნდა დაელოდოს.
ცნობისთვის, სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია, რომ 46 თავისუფალი ადგილია, მაგრამ კლინიკაში აცხადებენ, რომ ადგილი არ არის არც ერთ მიმდებარე ცხელების ცენტრში.
მედპერსონალის თქმით, ძალიან ბევრი პაციენტია და გადაჭედილია კლინიკები. ამიტომ, სამინისტრო იძიებს ადგილებს. მათივე თქმით, არც ერთი პაციენტი არ არის მძიმე და საგანგაშო, ამიტომ რიგს უნდა დაელოდონ მოთმინებით.
ამ დროისთვის, 20 პაციენტია მოთავსებული "ემერჯენსის" ცხელების ცენტრში. სხვადასხვა მუცინიციპალიტეტიდან, მათ შორის ბათუმიდანაც კი.
კომენტარი