გარდაცვლილი მამაკაცი რამდენიმე დღე საახალწლო სუფრასთან იჯდა, სანამ პოლიციამ აღმოაჩინა
ბელორუსიის ერთ-ერთ სოფელში გვამი რამდენიმე დღის განმავლობაში იჯდა სადღესასწაულო მაგიდასთან, სანამ პოლიციამ აღმოაჩინა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 30 დეკემბრის შემდეგ უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. ბოლოს მისმა მეუღლემ ატეხა განგაში და ძებნაში პოლიციაც ჩართო. საბოლოოდ ცხედარი მისი ერთ-ერთი მეგობრი სახლში აღმოაჩინეს, რომელთანაც ახალ წელს სტუმრად აპირებდა წასვლას.
- მისი გვამი სადღესასწაულო მაგიდასთან სავარძელში იყო, სადაც სუფრა ჯერ კიდევ 2019 წლის 30 დეკემბერს გაიშალა. ცხედარი აღმოჩენილია გარდაცვალებიდან ექვს დღეში - განუცხადა RIA Novosti- ს, ვიტებსკის ოლქის აღმასკომის შინაგან საქმეთა დირექტორის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიტალი საპროენენკომ.
გამოძიებით დადგინდა, რომ სახლის მეპატრონესა და სტუმარს შორის კონფლიქტი მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გარდაცვლილს თავის არეში დახურული კრანიოზოლური დაზიანება აღენიშნება, რამაც მოგვიანებით სიკვდილი გამოიწვია. სიტუაცია უკვე განმუხტული იყო და ორივე მათგანი ისევ სუფრასთან იჯდა, რა დროსაც მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა.
ეჭვმიტანილი შემთხვევის შემდეგ გაუჩინარდა. სახლის პატრონის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კომენტარი