სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საბაგირო ყოველ წელს მოწმდებოდა უცხოური კომპანიის მიერ. ამ ხელისუფლებამ, კომპანია შეცვალა. არ შეიძლება ყველა საქმეში პრიორიტეტი იყოს “ახლობელმა ფული გააკეთოს”

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გუდაურში მოხმდარ ტრაგედიას ეხმიანება:

„30 წელია ხალხი გუდაურში სასრიალოდ დადის. დარწმუნებული ვარ, ამ წლების განმავლობაში, დენიც წასულა და მწყობრიდანაც გამოსულა საბაგირო, მაგრამ მსგავსი არასოდეს, არაფერი მომხდარა.

იქნებ კითხვები ცოტა უფრო გარკვევით დავსვათ და სამ დღეში, არ გავაქროთ ეს თემა მეხსიერებიდან.

ყელშია უკვე ამათი არაკომპეტენტურობა და გულგრილობა! თან როცა, ამ ყველაფერს ადამიანების ჯანმრთელობა ეწირება!

საბაგირო ყოველ წელს მოწმდებოდა უცხოური კომპანიის მიერ. ამ ხელისუფლებამ, კომპანია შეცვალა. არ შეიძლება ყველა საქმეში პრიორიტეტი იყოს “ახლობელმა ფული გააკეთოს”- წერს ტელეწამყვანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100