„ექიმმა მითხრა, რა გგონია შენი ორგანიზმი ნაკლებ სტრესში იყო მაშინ, როდესაც ოჯახი დაგენგრა, თუ ამ დიეტების გამოო?“ - ნანუკა ჟორჟოლიანის რჩევები „დრონი.ჯი“-ს მკითხველს
ბოლო წელია ნანუკა ჟორჟოლიანი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს. ტელეწამყვანი სწორ კვებაზე გადავიდა, დაიწყო ვარჯიში და შესანიშნავადაც გამოიყურება. საზოგადოება ტელეწამყვანის ცხოვრებას თვალს აქტიურად ადევნებს, განსაკუთრებით კი ის აინტერესებთ, რა ხერხებით შეძლო „ნანუკას შოუს“ წამყვანმა ფორმაში ჩადგომა. სწორედ ამიტომ, „დრონი.ჯი“ რჩევების მისაღებად ჟურნალისტს დაუკავშირდა. ნანუკამ ჩვენს მკითხველის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
- ძალიან კარგ ფორმაში ხართ, რომ გაგვიზიაროთ გამოცდილება, როგორ მიიღეთ ეს შედეგი? და რა რჩევებს მისცემდით ქალბატონებს, როგორ დაიკლონ წონაში?
- პირველ რიგში, თქვენს მკითხველს ვეტყვი, რომ არ იყვნენ დიეტაზე. მე საბა გავაჩინე 2009-ში და 2016 წლამდე ვიწვალე, სულ დიეტაზე ვიყავი. არასდროს არ მქონია პრობლემა, მხოლოდ საბას მშობიარობის შემდეგ გამიჩნდა, როდესაც 43 კილო მოვიმატე.
პუტკუნა ქალბატონებს არ მინდა, რომ გული დავწყვიტო. მინდა ვუთხრა მათ, რომ მშვენიერება მხოლოდ სიგამხდრეში არ არის. მე მესიმის იმ ადამიანების, რომლებსაც გახდომა არ უნდათ. ლარჯი ზომა დღეს მსოფლიო თანამედროვე ტენდენციაა.
წლების განმავლობაში ვცდილობდი, ვიმატებდი ვიკლებდი, ვიმატებდი ვიკლებდი... სტრესია ეს ორგანიზმისთვის. როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოკვლევები დავიწყე, რომ გამეგო საიდან დაიწყო ჩემი პანიკური შეტევები, ერთმა ექიმმა მითხრა, რა გგონია შენი ორგანიზმი ნაკლებ სტრესში იყო მაშინ, როდესაც ოჯახი დაგენგრა, თუ ამ გიჟური დიეტების გამოო? როდესაც 5 დღე ბრინჯს ჭამ, რამდენიმე დღე არაჟანს, შემდეგ ხილს, ეს დიდი სტრესია ორგანიზმისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
თავდაპირველად, სიგარეტს თავი დავანებე. ამის გამო 9 კილო მოვიმატე. ამან პანიკაში ჩამაგდო, მაგრამ მოტივაცია გამიზარდა. ვერ მოგატყუებთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი სიგამხდრისთვის დავიწყე. ეს დავიწყე ჯანმრთელობის გამო. მინდოდა, რომ ჩემი ჯანმრთელობა მწყობრში მოსულიყო, სისხლის მიმოქცევა უნდა გამეაქტიურებინა. ამისთვის კი ვხვდებოდი, რომ სარბენი ბილიკი იყო ყველაზე კარგი გამოსავალი. ასე დავიწყე ვარჯიში სარბენი ბილიკით, შემდეგ გადავედი სხვა ტრენაჟორზე, შემდეგ სხვაზე და საბოლოო ჯამში მივიღე ეს შედეგი.
ვიკვებები სწორად, მე არ ვარ დიეტაზე. ჩემს თავს არ ვუკრძალავ რაღაცას მხოლოდ, იმიტომ, რომ მავნე ნახშირწყალია. ვუკრძალავ, იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი. საბოლოო ჯამში, ხვდები, რომ გეცვლება მსოფლმხედველობა, რაღაცეებზე გეცვლება შეხედულებები, თვითდაჯერებული ხდები და შემდეგ მოგწონს, რომ ქალი ხარ.
- როგორც ვიცით ვარჯიშობთ, რა დროს უთმობთ ვარჯიშს, რამდენად ხშირად დადიხართ დარბაზში?
- ყოველ დღე, თუ გადაღება არ მაქვს. კვირაში სამჯერ მინიმუმ. თუ იქ არ მივდივარ, სახლში ვვარჯიშობ. კარდიოს და მუცლის პრესს ყოველ დღე ვაკეთებ.
- თუ საიდუმლო არაა რამდენი კილო დაიკელით?
- მინიმუმ 20 კილო დავიკელი. არ ავწონილვარ ალბათ ორი თვეა, რადგანაც გადავწყვიტე აღარ ავიწონო, სასწორს აღარ ვაღიარებ.
როდესაც იწყებ ვარჯიშს, თავიდან პირველი სამი თვე შედეგი არ გაქვს. თანაც, შენი სხეული ამას არაა მიჩვეული. დარბაზში, რომ მივედი, პირველი თვის ბოლოს მეგონა, რომ მე ვიყავი ყველაზე მაგარი ტიპი, რადგან დავდიოდი სავარჯიშოდ. ამ დროს, კუნთი მხოლოდ გაღვიძების პროცესში იყო. მთავარია, ფარ-ხმალი არ დაყაროთ. შედეგს თავიდან ვერ იღებ. წარმოიდგინეთ, თან გშია, თან ვარჯიშობ, შედეგს კი ვერ იღებ. ზუსტად ამ დროს, მინდა ვუთხრა ყველას, რომ არ დანებდნენ, არ შეწყვიტონ. მე ვერ ვყრიდი ფარ-ხმალს, იმიტომ, რომ ჯანმრთელობა არ მიწყობდა ხელს და უნდა მევლო.
ერთი რაღაც მინდა ვუთხრა ყველას, იმდენ რამეს შველის დილით ადრე გაღვიძება. გიწესრიგდება ძილი, 8 საათზე გაღვიძება ჩემთვის უკვე ნორმაა. ვწვები ადრე, ვცდილობ 11-ზე დავიძინო. საერთოდ სხვა ხასიათზე, სხვა ენერგიაზე ხარ. მე მინდა, რომ ყველა კარგად და კარგ ხასიათზე იყოს.
რაც შეეხება ცილების დიეტას, კარგა ხანს ვუტარე ჩემს თავს ეს ექსპერიმენტი. ამდენი ხანი ცილების მიღება დიდი დარტყმაა ორგანიზმისთვის. ვურჩევ თქვენს მკითხველს, რომ ტკბილი, ბურღულეული შეზღუდონ და 7-8 საათის შემდეგ არ ჭამონ.
აქვე მინდა ვთქვა, რომ როდესაც ვამბობ ივარჯიშეთ, არ ვგულისხმობ მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზს. ვიღაცას ამის საშუალება არ აქვს. შეგიძლიათ გარეთ, ღია სივრცეში იაროთ. ეს კიდე დამატებითი თერაპიაა.
- შოუზეც გვინდა რომ გკითხოთ, როგორც ვიცით ახალი სტუდია გაქვთ, როგორია ეს სტუდია და განახლება რატომ გახდა საჭირო?
- პირველ რიგში, ბოლო სტუდია იყო სურპრიზი და არ იყო ის, რაც მინდოდა. მეორე იმიტომ, რომ სატელევიზიო ეთერის ყველა ეტაპს, წამყვანისგან თავისი „მესიჯ ბოქსი“ აქვს. უკვე მეცხრე წელი დაიწყო, რაც ეთერში ვართ და მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ ცოტა დავსერიოზულდით, ცოტა გავიზარდეთ, თუმცა მხიარულები მაინც დარჩით. ახალი სტუდია ძალიან დიდია. მგონია, რომ ასეთი სტუდია არასდროს არ მქონია. სცენაზე, სადაც ინტერვიუს ვწერთ, იქვე ზის დარბაზი. სტუმრები ამ დროს აუდიტორიასთან სულ სხვანაირად ინტეგრირდებიან. ძალიან ამერიკულია, ძალიან მაგარია. გუშინ ჩავწერე პირველი გადაცემა. მე ძალიან მომწონს და ძალიან ბედნიერი ვარ. ახალი სტუდიით ეთერში 14 მარტს გავალთ.
წარმატებას და ბედნიერებას ვუსურვებ თქვენ მკითხველს.
კომენტარი