10 წლიანი განშორების შემდეგ ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან შერიგებას ცდილობს
მას შემდეგ რაც ცოლს, ჯენიფერ გარნერს შვილების ძიძასთან უღალატა და გარნერმა განქორწინება მოითხოვა, ბენ აფლეკის ცხოვრება თავდაყირა დადგა.
რეჟისორი და მსახიობი ჯერ მეუღლისგან პატიების მოპოვებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ჯენიფერ გარნერმა მას ღალატი არ აპატია და მარტოდდარჩენილი ბენი დეპრესიაში ჩავარდა. ამბობდნენ საშინელ მდგომარეობაშია და განიცდის საყვარელი ქალის დაკარგვასო.
თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, მსახიობთან დაახლოებულმა პირებმა ზედმეტი იჭორავეს და ჟურნალისტების ყურამდე სენსაციურმა ამბავმა მიაღწია. როგორც ამბობენ ბენმა დეპრესიასთან ბრძოლა ძველ შეყვარებულთან მიმოწერით დაიწყო და ამ ხერხმა გაამართლა. საუბარია პოპ-ვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესზე, რომელიც ბენ აფლეკის საცოლე 10 წლის წინ იყო.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ლოპესი ბენის ყურადღებას გულგრილად ვერ ტოვებს. არადა 10 წლის აფლეკმა საშინლად ატკინა გული, რადგან ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ ჯენიფერის მსოფლიო დონის პოპულარობა საკუთარი კარიერისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად მიაჩნდა.
პაემანი ჯერ არ ყოფილა. ყოფილი შეყვარებულები ჯერ-ჯერობით მხოლოდ მესიჯობენ და როგორც ამბობენ, კაცი 46 წლის ლამაზმანს თავბრუსდამხვევ სმს-ებს სწერს, ლოპესი კი მის მესიჯებს უემოციოდ ვერ ხვდება.
ბენისა და ჯენიფერის ურთიერთობის აღდგენას ხელს ჯენიფერის 28 წლის ბოიფრენდის კასპერ სმარტის არსებობა უშლის ხელს.
კომენტარი